გიორგი ზვიადაძე: პატრიარქის ბეჭედი არ დაკარგულა
“მინდა სრული პასუხისმგებლობით განუცხადო საქართველოს მოსახლეობას, არავითარი ბეჭედი პატრიარქის არ დაკარგულა. პატრიარქს აქვს ბეჭედი, რომელიც უშულოდ მას აქვს და იყენებს ქონებრივი და ფინანსური ოპერაციებისთვის, რაზეც ხელი არავის მიუწვდება”, – განაცხადა პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “იმედის დრო”-ში.
“რაც შეეხება ფაქსიმილეს, როდესც პატრიარქი მიემგზავრება ვიზიტებში, ასეთი შემთხვევების დროს ფაქსიმილიე არის საპატრიარქოში, ვერავინ შეძლებს პატრიარქის ფაქსიმილიეს გამოყენებას, პატრიარქის ლოცვა-კურთხევის გარეშე”, – განაცხადა პროტოპრესვიტერმა.
ipress.ge