გივი თარგამაძე დაკითხვაზე დაიბარეს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდეირი გივი თარგამაძე დაკითხვაზე დაიბარეს. როგორც “პირველ რადიოს” “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” განუცხადეს, საქმე ეხება მის მიერ რამდენიმე კვირის წინ გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ სუს-ის თანამშრომლები ერთ-ერთ მოქალაქეს ტელეკომპანია “რუსთავი-2”-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და თოქშოუ “არჩევანის” წამყვანის გიორგი გაბუნიას სანაცვლოდ, პირადი პრობლემების მოგვარებას სთავაზობდნენ. თარგამაძე დაკითხვაზე მოწმის სტატუსით ქალაქის მთავარ სამმართველოში 17:00 საათზეა დაბარებული.

pirveliradio.ge

Comments
Loading...