გლდანის მე-5 მიკრორაიონში, ხიზანიშვილის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს.
შემთხვევა დღეს დილით მოხდა. საქართველოს ბანკში მომხდარ ფაქტს ადასტურებენ, თუმცა წაღებული თანხის ოდენობა უცნობია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტთა ჯგუფი მუშაობს