გოგა ხაინდრავა: 3-4 თვეში ეს არხი ისედაც გაჩერდება, ვასიკო იქნება იქ, პეტრე თუ ივანე

რეჟისორი გოგა ხაინდარავა აცხადებს, რომ იმ პირობებში, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაშია, შეუძლებელია ტელევიზიამ იფუნქციონიროს. ამის შესახებ მან „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

„ის, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ პრაქტიკულად აღარ არსებობს, ჩემთვის დიდი ხანია ცნობილია. უბრალოდ, აბსოლუტურად გაურკვეველია ბორდის იმ წევრის აქტიურობა, რომელიც კაცმა არ იცის რითი იყო დაკავებული ამდენი ხნის განმავლობაში. მაინცდამაინც ვასილ მაღლაფერიძე უნდა მისულიყო იქ, რომ ის კატასტროფა, რომელშიც ისინი ყოველდღე იყვნენ და ხედავდნენ, საზოგადოებისთვის ცნობილი გამხდარიყო?

ბორდი ზუსტად იმისთვის იყო მოწვეული, რომ საზოგადოებას სცოდნოდა სად მიდის ათეულობით მილიონი ლარი, რომელსაც ყველა ჩვენგანის ჯიბიდან იღებენ. ვასილმა საზოგადოებას გააცნო რეალური მდგომარეობა. ნათელია, რომ იმ შენობაში ყოფნა სახიფათოა“, – განაცხადა ხაინდრავამ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ, 6 თებერვალს ტელევიზიის განვითარების სამწლიანი გეგმა წარადგინა.

სამეურვეო საბჭოს მხრიდან გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, ტელევიზიაში არსებული ყველა გადაცემა შეჩერდება.

მაღლაფერიძის თქმით, ეთერში მხოლოდ საინფორმაციო გამოშვება გავა და ახალი ეთერი 2018 წლიდან დაიწყება.

Comments
Loading...