გოგა ხაინდრავა: პათოლოგი სააკაშვილი თანამებრძოლებს სასიკვდილოდ სწირავს
„ქათმებისა და მამათმავლებისგან მოწყობილი რევოლუცია საქართველოში ვერ მოხდება. ეს არ მოხდება!” – ამის შესახებ კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა აცხადებს. გუშინ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებზე საუბრისას, კინორეჟისორი აცხადებს, რომ დამნაშავე პირებს, რომლებსაც არეულობის და რევოლუციის მოწყობა სურთ, სხვაგვარად არც არასოდეს უმოქმედიათ. ხაინდრავას თქმით, ისინი ყოველთვის ძალადობრივ მეთოდებს მიმართავენ მიზნების მისაღწევად.
„ამ სისხლის სამართლის დამნაშავეებს ოდესმე სხვაგვარად უმოქმედიათ? მათი ჩადენილი ბოროტების ასობით ფაქტი ვიცით, ამის უამრავი მოწმეა, ციხეებში რაც ხდებოდა, ათასობით ადამიანმა გამოსცადა საკუთარ ტყავზე.
მათ კაცობრიობის წინაშე უმძიმესი დანაშაულები აქვთ ჩადენილი და ამის მომსწრენი ყველანი ვართ, თუნდაც იმ კადრების სახით, რასაც ბოლო დღეებში ვხედავდით. რაც ეს ბოროტება საქართველოში გაჩნდა, ბოროტების და გახრწნილობის გარდა რამე უკეთებიათ? მთელი მათი მოღვაწეობა სისხლიანია. სააკაშვილი – ეს ავადმყოფი, პათოლოგი და მტერი ამ ქვეყნის, დღეს რომ გაქცეულია, თავის თანამებრძოლებს სასიკვდილოდ სწირავს. სააკაშვილი მთელი ცხოვრება ამას სჩადიოდა, სხვების სისხლით იკვებებოდა…” – განაცხადა ხაინდრავამ