გოკა გაბაშვილი ე.წ “ფარულ ჩანაწერებზე” პირველ კომენტარს აკეთებს
„მეგონა, საღ აზრზე მყოფი ადამიანებისთვის არ გახდებოდა საჭირო დამატებითი განმარტებები, რომ ორი უახლოესი ადამიანის პრივატული საუბრის ნაწყვეტების, კონტექსტიდან ამოგლეჯით, საჯარო სივრცეში გამოფენა იმდენად მდაბიო რამაა, რომ პოლიტიკური განხილვის თემა არ შეიძლება გახსდეს. ყველა დიდ და ცოცხალ პარტიაშია შიდა დაძაბულობები შიდაპარტიული არჩევნების დროს. ნებისმიერი სახის პრაიმერი რეალური დაძაბულობაა ყველგან, ყველა ქვეყანაში.
ეს ივლისში გავიარეთ და მას მერე ყველამ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით და დღეს ისევ ყველა ერთიანად ვართ კონცენტრირებული მთავარ მიზანზე – ერთად, ერთ გუნდად დავამარცხოთ მავნებელი ოლიგარქი ივანიშვილი და მისი სამარცხვინო ამალა. და ამ ბრძოლაში ყველა ერთად გავიმარჯვებთ! მიშას კი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს, 22 წელია ვიცნობ და დამიჯერეთ – ეს აქტი ბიძინას მშვიდ ძილს, ყოველ საღამოს ათ საათზე, ვერ უზრუნველყოფს“, – წერს გაბაშვილი „ფეისბუქში“.