Google გარდაცვლილ თანამშრომლებს 10 წლის განმავლობაში ხელფასს უხდის!

ამერიკული კორპორაცია გუგლი (Google) თავის თანამშრომლებზე განსაკუთრებულად ზრუნავს: მათ აქვთ უფასო საკვები, სპორტდარბაზში უფასოდ ვარჯიშის საშუალება, უფასო სამედიცინო მომსახურება და უფასო ავტომობილები პირადი სარგებლობისთვის, მაგრამ თითქმის არავინ იცის, რომ „გუგლის“ თანამშრომლები ხელფასს გარდაცვალებიდან 10 წლის განმავლობაშიც იღებენ.

ცხადია, გარდაცვლილი თანამშრომელი ხელფასის მისაღებად, ოფისში ან ბანკომატთან მისვლას ვეღარ მოახერხებს, ამიტომ მის მეუღლეს ხელფასის 50% ყოველთვიურად ფოსტით ეგზავნება.
კორპორაციის ერთ-ერთი დირექტორის ლასლო ბოკის თქმით, გარდაცვლილი თანამშრომლებისთვის ხელფასის გაცემის იდეა რამდენიმე წლის წინათ კომპანიაში შუახნის თანამშრომელთა სიმრავლის გამო გაჩნდა.
ცნობისთვის, „გუგლის“ ყველაზე ხანდაზმული თანამშრომელი 83 წლისაა.

კორპორაციაში მუშაობის ხანგრძლივობის მიუხედავად, გარდაცვალების შემდეგ დაწესებული ხელფასის უფლებით კორპორაციის 34 000-ვე თანამშრომელი თანაბრად სარგებლობს. შესაძლოა, ადამიანი ერთ დღეს სამსახურში მივიღოთ და მეორე დღეს უბედურ შემთხვევას შეეწიროს, ამის მიუხედავად, მისი ოჯახი 10 წლის განმავლობაში ხელფასის ნახევარს მიიღებს, – ამბობს ლასლო ბოკი.
კორპორაცია თავისი გარდაცვლილი თანამშრომლის ოჯახს, ხელფასის გარდა, აქციების კუთვნილ წილს და თითოეულ ბავშვზე 1000-დოლარიან ყოველთვიურ დახმარებას უგზავნის, სანამ ბავშვი 19 წლის არ გახდება.

funtime.ge

Comments
Loading...