გორში, „აჭარაბეთის“ შენობაში, ახალგაზრდა მამაკაცმა თვითმკვლელობა სცადა

გორში მამაკაცმა თვითდაზიანება მიიყენა. „კვირას“ ინფორმაციით, შემთხვევა გორის ცენტრში, სლოტკლუბ „აჭარაბეთის“ შენობაში მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თვითდაზიანება ყელის არეში ე.წ. სამართებლით მიიყენა. დაჭრილი მამაკაცი კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. როგორც ”კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე საქმე სსკ-ის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს.

Comments
Loading...