გორში ბიზნესმენი მოკლეს

გორში ბიზნესმენი მოკლეს. შემთხვევა წერეთლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ოფისში მოხდა.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

არსებული ინფორმაციით, მოკლულის ძმა გორში გავლენიანი პირი, ბორია გოგიჩაიშვილია.

როგორც „ინფო9″-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

Comments
Loading...