გორში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 28 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა
გორში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, 28 წლის გოგონა გარდაიცვალა.
როგორც „ინფო 9“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესებისდარღვევას გულისხმობს, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.
შემთხვევა კვერნაკის დასახლებაში მოხდა.