გორში 50 წლის მამაკაცი მოკლეს. შემთხვევა შინდისის გზატკეცილზე, ე.წ „უსინათლოების ბინის“ ეზოში მოხდა.
გარდაცვლილია ამავე ეზოში მცხოვრები გიორგი მთიულიშვილი, რომელიც ტაქსის მძღოლად მუშაობდა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
გარდაცვლილს სხეულზე ცივი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნება. ადგილზე მობილიზებულია ექსპერტ-კრიმინალისტიკური სამსახური.
ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ეს პირადი კონფლიქტი იყო. დადგენილია დანაშაულში ბრალდებული პირი და მის დასაკავებლად ოპერატიული ღონისძიება მიმდინარეობს.