გრიგოლია: არ ვურჩევდი ხელისუფლებას, ყველა მედია მათთვის სასურველ, ერთ ტონალობაში ლაპარაკობდეს და მხოლოდ „ჰეფი ნიუსებს“ აშუქებდნენ

ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას განცხადებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ს არსებობა-არარსებობა ქვეყანაში ნომერ პირველი საკითხია.

ტელეწამყვანი იმედოვნებს, რომ „რუსთავი 2“ -ის საქმეზე სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

„მიმაჩნია, რომ ქვეყანაში დღეს, ყველაზე კრიტიკული ტელევიზიის არსებობა არ არსებობის საკითხი, ეს არის ნომერ პირველი საკითხი. მოლოდინი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომ სამართლიანობის სახელით „რუსთავი 2“ -ის გადაცემა მეორე მხარისთვის მოხდება.

ჩვენ ვხედავთ რა პროცესები მიდის საზოგადოებრივ მაუწყებელში, ანუ მიდის მედიის გაკონტროლების, ხელში აღების პროცესი. ტელევიზია უნდა იყოს თავისუფალი, კრიტიკული ტელევიზია სჭირდება ამ ქვეყანას, კრიტიკული მედია ხელისუფლებას აფხიზლებს. მე არ ვურჩევდი ხელისუფლებას, რომ ყველა მედია ლაპარაკობდეს მათთვის სასურველ ერთ ტონალობაში და მარტო „ჰეფი ნიუსებს“ აშუქებდნენ, იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში სიფხიზლე ყველას სჭირდება“, – განაცხადა ინგა გრიგოლიამ „რუსთავი 2″-ის მხარდამჭერ აქციაზე.

Comments
Loading...