გუდაური-კობის მონაკვეთი ზვავმა ჩაკეტა

დიდთოვლობისა და ზვავის გამო ამ დროისთვის სრულიად შეჩერებულია მოძრაობა ჯვრის უღელტეხილზე. გუდაური-კობის მონაკვეთი ზვავმა ჩაკეტა.

შესაბამისი სამსახურები გვიან ღამიდან მოყოლებული გზის გაწმენდაზე მუშაობენ, მაგრამ მოძრაობის აღდგენა ჯერ ვერ ხერხდება.

გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილების დიდი ნაწილი ზვავისა და დიდთოვლობის გამო გზაშია ჩარჩენილი. მძღოლები მოძრაობის გაგრძელებას ვერ ახერხებენ და რთულ პირობებში არიან

Comments
Loading...