გუდაურში დღეს ახალი საბაგირო გაიხსნება

გუდაურში, დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ ახალ საბაგიროს გახსნის.

როგორც „ინფო 9“-ს მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გუდაურის კურორტზე მიმდინარე სამუშაოების დათვალიერებისა და ახალი საბაგიროს გახსნის ღონისძიების ფარგლებში, დაგეგმილია იმ პირთა დაჯილდოება, რომლებმაც გასული საუკუნის 80-იან წლებში დიდი წვლილი შეიტანეს კურორტის განვითარებაში.

ახალი საბაგიროს ღირებულება 20 მილიონი ლარია.

მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებლის, Doppelmayr-ის საბაგიროს მშენებლობა Black sea Group-მა განახორციელა.

ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრება.

Comments
Loading...