გუკა რჩეულიშვილი – ჩემი მეუღლე ორსულადაა და გთხოვთ გამათავისუფლოთ

ჩემი მეუღლე ორსულადაა და გთხოვთ გამათავისუფლოთ, რათა მის გვერდით ვიყო, – ასე მიმართა ”ცენტრ პოინტის” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გუკა რჩეულიშვილმა მოსამართლეს დღევანდელ სასამართლო პროცესზე.
სასამართლო სხდომაზე მაია რჩეულიშვილისთვის და გუკა რჩეულიშვილისთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხს განიხილავენ.
გუკა რჩეულიშვილმა რეპლიკის დროს მისი და მაია რჩეულიშვილის გასამართლებლად ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა დაასახელა და აღნიშნა, რომ მოქალაქეების მიმართ მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობს, მაგრამ დამნაშავეები არ არიან.

ინტერპრესნიუსი

Comments
Loading...