“გულითადად და მოწიწებით ვულოცავ დაბადების დღეს უწმინდესსა და უნეტარესს”- დავით ბაქრაძე
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერი დავით ბაქრაძე კათოლიკოს-პატრიარქს დაბადების დღეს ულოცავს:
“გულითადად და მოწიწებით ვულოცავ დაბადების დღეს უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს.
ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი სულიერი წინამძღოლი ჰყავს. უწმინდესის მთელი მოღვაწეობა, რომელმაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის ურთულეს წლებში გაიარა, იყო და დღესაც არის ჩვენი ერის სულიერი განწმენდის, გამთლიანების და გაძლიერებისკენ მიმართული. უწმინდესი ყოველთვის იყო მაგალითი მიმტევებლობის, სიბრძნის, დიდსულოვნებისა და თავმდაბლობის.
უღრმესი მოწიწებით, პატივისცემითა და სიხარულით ვულოცავ უწმინდესს დაბადების დღეს და ვუსურვებ, კიდევ დიდხანს არ მოკლებოდეს ჩვენს ერს და ბერს მისი სიბრძნე და სულიერი წინამძღოლობა”-აღნიშნა დავით ბაქრაძემ.
newposts.ge