გურამ გირგვლიანი: აღარაფრის იმედი არ მაქვს, სასამართლოებზე სიარულსაც აზრი არ აქვს

2006 წელს მოკლული სანდრო გირგვლიანის მამის გურამ გირგვლიანის განცხადებით, სასამართლოებზე სიარულს აზრი არ აქვს.

როგორც გურამ გირგვლიანმა აღნიშნა, მისი შვილის მკვლელობის საქმე, სადაც ყოფილი მაღლჩინოსნები ფიგურირებდნენ, კვლავ გამოუძიებელია და სამართლიანობა აღდგენილი არ არის.

„ვუყურებ და უკვე აღარაფრის იმედი აღარ მაქვს. სასამართლოებზე სიარულსაც აზრი არ აქვს. ვუყურებ ამდენი შვილმკვდარი დედა იქნება თუ მამა, მათი სასამართლოები დაუსრულებელია, ან გაუგებრობაა და დასრულებული ვერ ვნახე“, – განაცხადა გურამ გირგვლიანმა.

სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან დღეს, 11 წელი გავიდა. საბურთალოს სასაფლაოზე მისი ოჯახის წევრები და მეგობრები შეიკრიბნენ.

Comments
Loading...