გვარამია: იმედი მაქვს, იგივე არ განმეორდება სააპელაციო სასამართლოში
“ საქმე არ გვაქვს მოსამართლესთან, საქმე გვაქვს დაქირავებულ ზონდერთან, რომელმაც ის გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელიც, 100%-იანი ალბათობით, წინასწარ სავარაუდო იყო. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივმართავთ ყველა გზას. ძალიან დიდი იმედი მაქვს და მივმართავ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, რომ არ მოხდეს იგივეს გამეორება სააპელაციო სასამართლოში, ეს კიდევ უფრო დაძაბავს საზოგადოებაში შექმნილ უმძიმეს ვითარებას, საბოლოოდ დაასამარებს სასამართლო სისტემას. სასამართლო სისტემას ჯერ კიდევ აქვს შესაძლებლობა, საკუთარი თავი გადაირჩინოს. ნუ დაიწყებენ პროცესების აქსელერაციას, ნუ მიიღებენ უკანონო გადაწყვეტილებებს, ნუ მოხვდებიან კოლეგიაში ის ადამიანები, რომლებიც ანგაჟირებულები არიან და იმყოფებიან კორუფციულ გარიგებაში ხელისუფლებასთან. ეს, როგორც ურთმელიძის შემთხვევაში, გამოაშკარავებული იქნება რუსთავი 2-ის მიერ და ამას მილიონობით ჩვენი მაყურებელი აუცილებლად ნახავს. ”