გვარამია: სპეცრაზმის გამოსვლა მას შემდეგ, რაც ყველაფერი დაამტვრიეს, დაარბიეს, გადაწვეს და დაიშალნენ, იყო ტრაგიკომიკური სამარცხვინო ნაბიჯი
„სპეცრაზმის გამოსვლა მას შემდეგ, რაც ყველაფერი დაამტვრიეს, დაარბიეს, გადაწვეს და დაიშალნენ, იყო ტრაგიკომიკური სამარცხვინო ნაბიჯი. თან წინასწარ ნასწავლი “არავითარი ცემა”-ს ძახილით.
ჩაფლავებული ოპერაცია ჰქვია ამას და ის მეთაურები, რომლებმაც ბათუმი გადააწვევინეს ორასკაციან შპანას, უნდა გადააყენონ. მინისტრიც, მათ შორის”, – წერს ნიკა გვარამია.