გვიან ღამით სტიქია საქართველოს რამდენიმე რეგიონში დაფიქსირდა
გუშინ მაშველებმა გოდერძის უღელტეხილიდან შვიდ ავტომობილში მყოფი, დაახლოებით 30 ადამიანის გამოყვანა მოახერხეს. გვიან ღამით ღვარცოფი მოვარდა ასევე ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრზე, მახუნცეთში, სადაც სტიქიამ სამი სახლი დატბორა. მაშველებმა 19 მოქალაქის ევაკუაცია მოახდინეს, მათგან 4 მცირეწლოვანია.
სტიქია მოხდა იმერეთშიც. რამდენიმე საათიანი ძლიერი წვიმის შედეგად თერჯოლის რაიონში მდინარე ჩხარა ადიდდა, რომელმაც დროებითი ავტომაგისტრალის მონაკვეთი წაიღო. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ ადგილობრივი ხელისიფლების წარმომადგენლები. ამ დროისთვის აღმოსავლეთ საქართველოდან დასავლეთ საქართველოში მოხვედრა ზესტაფონი-ბაღდათი-ქუთაისის საავტომობილო გზით არის შესაძლებელი. აღნიშნული მიმართულებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.