“გვინდოდა რომ “ნაციონალური მოძრაობა” ყოფილიყო ხელისუფლების შემდგომი პარტია”
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, დეპუტატ ლევან ბერძენიშვილის განცხადებით “ნაციონალური მოძრაობა” ხელიდან უშვებს შანს რომ ყოფილიყო პოსტსახელისუფლებო პარტია.
განცხადება ამასთან დაკავშირებით, ბერძენიშვილმა “პრაიმტაიმის” პრესკლუბში დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
“ნაციონალური მოძრაობა ხელიდან უშვებს იმ შანს რომელიც მათ მიეცათ ყოფილიყვნენ სერიოზული პოსტსახელისუფლებო პარტია. პარტია ხელისუფლების შემდეგ, ჩვენ ამას ვგულშემატკივრობდით. მაგრამ სამწუხაროდ რებრენდინგი რომელიც უნდა მომხდარიყო “ნაციონალურ მოძრაობაში” ვერ მოხდა”, – აცხადებს ბერძენიშვილი.