“გვირგვლიანის მიმართ უკანონო განაჩენზე ხელისმომწერი მოსამართლე კვლავ ამ პოსტზე იყოს”

უფლებადამცველი გიორგი თევზაძის განცხადებით თუ საქართველოს იუსტიციის საბჭომში ლევან მუსერიძემ ხმების საჭირო რაოდენობა მოაგროვა, ე.ი. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პოლიტიკურ გარიგებასთან გვქონია საქმე.

„საზოგადოებისა და სამოქალაქო სექტორის პროტესტი ლევან მუსერიძის მოსამართლედ გამწესებასთან დაკავშირებით არის სამართლიანი. თუ მურუსიძე კვლავ მოსამართლე გახდა, ამ ფაქტმა შეიძლება კიდევ ერთხელ მიგვანიშნოს მასზედ, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა და ნაცმოძრაობა კვლავინდებურად განაგრძობენ კოჰაბიტირებულ თანაცხოვრებას, ხოლო მოსახლეობის დასანახად ერთმანეთის გაკიცხვისა და წარსულის გახსენების სერიალებს ოსტატურად სთავაზობენ მედიის საშუალებებით, რითაც საზოგადოებას თვალში აყრიან ნაცარს. რა თქმა უნდა, წინასწარ, რაიმე მტკიცებითი განცხადებების გავრცელება ჯერ ნაადრევია და არ მინდა თავადაც დავიჯერო, რომ ლევან მუსერიძეს უვადოდ, მოსამართლედ გაამწესებენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა მიერ მიღებული გადაწყვეტილება იქნება ტესტი საზოგადოებისათვის. ხელისუფლებამ და საბჭოს წევრებმა უნდა გაიაზრონ, რომ უბრალოდ სირცხვილია, სანდრო გვირგვლიანის მიმართ უკანონო განაჩენზე ხელისმომწერი მოსამართლე კვლავ ამ პოსტზე იყოს, თანაც მუდმივად. ეს თუ მოხდა, სამართლიანი სასამართლოს დამკვიდრებაზე ნებისმიერი მსჯელობა, თუნდაც რეფორმის ფარგლებში, საზოგადოებაში მხოლოდ გამოიწვევს ღიმილს“.

Comments
Loading...