“გვჭირდება მეტი დამოუკიდებელი პიროვნება სასამართლოში,”- დავით უსუფაშვილი

საქართველოს სასამართლო სისტემის გამოწვევების შესახებ საზოგადოებრივ ფორუმს მართავს კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის.

ღია დისკუსიაში პარლამენტის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეები მიიღებენ მონაწილეობას. განიხილება არსებული პრობლემები, იმსჯელებენ მოსამრთელთა შერჩევისა და დანიშვნის, ასევე საქმეთა გადანაწილების წესზე.

არასამთავრობო ორგანიზაციები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს საკუთარ რეკომენდაციებსაც გააცნობენ.

შეხვედრის დაწყებამდე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლოს სიტემაში მყოფი ადამიანები ანგარიშვალდებულები უნდა იყვნენ კანონთან და სინდისთან.

“გვჭირდება მეტი დამოუკიდებელი პიროვნება სასამართლოში. პოლიტიკური პარტიის პრინციპებზე დაფუძნებული არ უნდა იყოს სასამართლო კორპუსი. ისინი ლოიალურები უნდა იყვნენ კანონის წინაშე,”- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

შეხვედრის დაწყებამდე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია სასამართლოს მომავლი განვითარებისთვის საქმის წარმოება ელექტრონული სისტემით მოხდეს.

Comments
Loading...