გზა ბავშვობიდან ეკლესიის საჭეთმპყრობლობამდე – კათოლიკოს-პატრიარქის ცხოვრება

„ყოველ საღამოს, ძილის წინ, მამაჩემი და-ძმებს ხატების წინ დაგვაყენებდა და ლოცვებს გვიკითხავდა, ზოგ ლოცვას ჩვენც გვაკითხებდა, მაგალითად, 90-ე ფსალმუნს აუცილებლად რომელიმე ჩვენგანს გვათქმევინებდა, შემდეგ ნაკურთხ წყალს გვასხურებდა და დასაძინებლად გაგვიშვებდა, თვითონ კი ლოცვას აგრძელებდა და იმით ამთავრებდა, რომ ყოველთა წმიდათა ქართველთა ხატის წინ მუხლს იმდენჯერ მოიყრიდა, რამდენი წმინდანიცაა გამოხატული ამ ხატზე და ყოველი მათგანისგან ლოცვა-კურთხევას ითხოვდა“, – ასე იხსენებს საქართველოს კათო­ლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II თავის ბავშვობას.

 

მოსკოვის სასულიერო სემინარიის სტუდენტი ირაკლი ღუდუშაური-შიოლაშვილი 
„ვიდრე ვცოცხლობ, მუდამ ჩემს თვალწინ იქნება ის უხილავი და მაინც ხილული ტახტი, რომელზეც მეუფის ძლიერმა მარჯვენამ ამიყვანა. ჩემს გულზე წარუშლელად წერია ის მოვალეობანი, რომელნიც მისმა უსაზღვრო მოწყალებამ დამაკისრა“, – ილია მეორე.

 

 

მოსკოვის სასულიერო სემინარიაში

 

 

სტუდენტობის წლებში. 1952-1960

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და რუსეთის კათოლიკოს-პატრიარქი ალექსი მეორე ახალგაზრდობის წლებში
„ლიტურგიის ის უძველესი ტრადიციები, რაც საუკუნეების წინათ არსებობდა, მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაშია შემორჩენილი; ეს მხოლოდ უწმიდესი ილიას დამსახურებაა… ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი პატრიარქი ჰყავს; თქვენ ბედნიერი თაობა ხართ, რომ მის დროს ცხოვრობთ და იცნობთ მას, კურთხევას იღებთ მისგან. ეს უდიდესი მადლია…“ – ბერძენი ლიტურგისტი ქრისტოს კანავასი.

„უწმიდესი ილია საოცარი ადამიანია; ხშირად მასთან ურთიერთობისა თუ საუბრისას მიგრძნია, რომ ეს არ არის უბრალოდ ადამიანი, იგი ზეციური სტუმარია დედამიწაზე… ბედნიერია ერი, რომელსაც ასეთი მწყემსმთავარი ჰყავს, რამეთუ მას გადაშენება არ უწერია“. – დეკანოზი ჰენრიკ პაპროცკი (პოლონეთი)


 

მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი, ეპისკოპოსი ილია. 1965 წელი

 

 

ილია მეორე მრევლთან ტრაპეზის დროს
„ვფიქრობ, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის სახით ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მამასთან გვაქვს საქმე; ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ გახლავთ; როდესაც იგი ათონის მთაზე ჩამობრძანდა, თვით უდიდესი მამებიც კი გაოცებულნი იყვნენ მისი სიბრძნითა და სულიერებით. ბედნიერია ქვეყანა, რომელსაც ასეთი მწყემსმთავარი ჰყავს. მე მჯერა, რომ ივერია გაბრწყინდება“. – ათონის მთის ზოგრაფის მონასტრის წინამძღვარი მამა ამბროსი.


 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე; ქართველი სპორტსმენი კახი ასათიანი; ქართველი მოჭადრაკე, მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი ნონა გაფრინდაშვილი.

 

 

ილია მეორე ძერწვის დროს
„ეს საოცარი სულიერების მქონე ბერია, სწორედ ისეთი, როგორებიც ძველ ათონზე მოღვაწეობდნენ… ასეთ ადამიანებს პატივი უნდა მივაგოთ და თაყვანი ვცეთ, რადგან მათზე ძალიან ბევრია დამოკიდებული, ისინი გვიჩვენებენ სწორ მართლმადიდებლურ გზას“. – ათონის მთის ზოგრაფის მონასტრის წინამძღვარი მამა ბესარიონი.

 

 

უწმინდესი ეფრემ მეორე (სიდამონიძე) და მღვდელ-მონაზონი ილია
„როდესაც ცხოვრებაში განსაცდელი მოგეახლება ან რაიმე პრობლემის წინაშე აღმოჩნდები, მოდი ჩემს საფლავთან, მიამბე ყოველივე და აუცილებლად დაგეხმარებიო, – უთქვამს ჩემთვის განსვენებულ პატრიარქს ეფრემ მეორეს და მართლაც, ცხოვრების ყველაზე ძნელ და მძიმე წუთებში არაერთხელ მივახლებივარ მის საფლავს, ჩემი საწუხარი გამინდვია მისთვის და დღემდე არ ყოფილა შემთხვევა, რაიმე მეთხოვოს და სათანადო დახმარება არ მიმეღოს უწმინდესი ეფრემისგან. თქვენც ამასვე გირჩევთ, თუ რაიმე გაგიჭირდებათ ან გადაულახავი პრობლემის პირისპირ აღმოჩნდებით, დაანთეთ სანთელი სიონში პატრიარქ ეფრემის საფლავთან, ესაუბრეთ მას თქვენს სატკივარზე და დარწმუნებული ვარ, იგი აუცილებლად შეგეწევათ, გაპოვნინებთ გამოსავალს მძიმე მდგომარეობიდან“, – ილია მეორე.


 

მამა ილია პატრიარქ ეფრემთან სამთავროში
„მე საქართველოს პატრიარქი ჯერ კიდევ მაშინ გავიცანი, როცა იგი ეპისკოპოსი იყო, კუნძულ როდოსზე, მართლმადიდებელთა სინოდზე. იგი გამორჩეულად თავმდაბალი ადამიანია, ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარულით აღსავსე. მთელი გულით უყვარს თავისი სამწყსო და ეწირება მას“. – ივერონის მონასტრის ყოფილი წინამძღვარი, მღვდელ-მონაზონი მამა კალინიკე.


 

ოლღა დემურია-კოსტავა და ილია მეორე. მერაბ კოსტავას გამოსვენება 
„საქართველოში პირველად ვარ და მან ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა, მაგრამ უწმიდესი ილიას სახით მე ძველი დროის ბერი ვიხილე… იგი ძალზე უყვართ საქართველოში და განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ, მაგრამ მაინც მგონია, რომ ქართველებმა კიდევ არ იციან, რა არამიწიერი ღვთიური წყალობა მოუმადლებია მათთვის უფალს… ამით კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თქვენ რჩეული ერი ხართ…“ – მღვდელმთავარი ნიკანორი, ათონის მთის ქილანდარის (სერბული) მონასტრის ანტიპროსოპი.


 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე; რუსული ბალეტის მოცეკვავე მაია პლისეცკაია
„წილად მერგო ბედნიერება, შევხვედროდი უნეტარეს პატრიარქ ილიას. მისგან ისეთი გასაოცარი სითბო ვიგრძენი, რაც აქამდე არასდროს მინახავს. ამ შეხვედრის შემდეგ უკვე აღარ მიკვირს, რომ ქართველები ასეთი განსაკუთრებული ხალხი ხართ; ეს განსაკუთრებული ადამიანია, არავის ჰგავს; ვისურვებდი, რომ მისი ხალხი ღრმადმორწმუნე იყოს, რომ ისინი შეგროვდნენ პატრიარქის გარშემო“. – დეკანოზი ანდრია კოტრუცა.

 

 

აღსაყდრება
„უწმინდესი ილია საოცრებაა… მასში საერთოდ არ არსებობს ადამიანის სისუსტეები, იმდენად ნათელი და მოქნილი გონება აქვს. ეს არის ბრძენი და კეთილი მწყემსი… სხვა სიტყვები არ მაქვს, სახარებისეულად კეთილი და ბრძენია… ძალიან სულიერი ადამიანია, წარმოუდგენლად!“ – სოფელ ლეტოვოს მთავარანგელოზ მიქაელის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი დიმიტრი კუვერტალოვი.

 

 

ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია. 1976 წელი

 

 

ილია მეორის მშობლები, მამა – გიორგი შიოლაშვილი, დედა – ნატალია კობაიძე
„არ მახსოვს ჩემი თავი უფლისადმი რწმენისა და სიყვარულის გარეშე… თვით ჩემი ოჯახი იყო მორწმუნე და მშობლები ბავშვობიდანვე გვინერგავდნენ ღვთის სიყვარულს“. „ჩვენს სახლს ხშირად აფარებდნენ თავს დევნილი სასულიერო პირები. თვეობით რჩებოდნენ ისინი ჩვენთან და წარუშლელ კვალს ტოვებდნენ პირადად ჩემს აზროვნებასა და ბუნებაზე“, – ილია მეორე.

 

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ II და ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსი ილია


 

ილია II და  ჯონ მალხაზ შალიკაშვილი – ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გენერალი

წყარო: funtime

Comments
Loading...