ჰაკერულმა დაჯგუფება OurMine-მა ამერიკულ ტელეარხ CNN-ის Facebook-ის გვერდი გატეხა,-ამის შესახებ ინფორმაციას Mashable ავრცელებს. კერძოდ, საუბარია CNN International-ისა და CNN-ის პოლიტიკის პროფილებზე.
“სალამი, ეს OurMine-ია. ჩვენ უბრალოდ შეამოწმოთ თქვენი უსართხოება, გთხოვთ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდეთ”- ნათქვამია ჰაკერების მიერ გავრცელებულ ტექსტურ შეტყობინებაში, რომელიც CNN-ის ორივე გვერდზე გამოქვეყნდა. როგორც Mashable წერს, ჰაკერების ასევე CNN-ის პოლიტიკურ განყოფილებაზე საკუთარი ლოგო დატოვეს.
როგორც გამოცემა წერს, CNN-ის თანამშრომლები ჰაკერული თავდასხმის აღმოფხვრას და ჰაკერების მიერ გავრცელებული ინფორმაციის წაშლას დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ.
გასულ კვირას, ჰაკერების იმავე ჯგუფმა The New York Times @nytvideo-ს მიკრობლოგ „ტვიტერის“ ანგარიში გატეხა, სადაც მათ სხვადასხვა ვიდეოჩანაწერები დატოვეს. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
ipress.ge