ამერიკის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ჰილარი კლინტონმა დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ პირველი განცხადება გაავრცელა, რომელიც გამოცემა The Guardian-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
კლინტონმა კონფერენცია Makers-ზე ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ქალთა საკითხებზე გაამახვილა ყურადღება და კალიფორნიაში ქალთა მსვლელობაზე ისაუბრა.
როგორც ჰილარი კლინტონის ვიდეომიმართვაშია აღნიშნული, “არსებული გამოწვევების მიუხედავად”, მას კვლავ მიაჩნია, რომ “მომავალი მდედრობით სქესს” ეკუთვნის. “ჩვენ ვხედავთ, აღშფოთებულ ენერგიას- „ქალთა მსვლელობას“, როდესაც ამერიკასა და მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შეიკრიბა”, – განაცხადა მან.
ამასთან, ჰილარი კლინტონმა ყველა ქალს მოუწოდა, საკუთარი მომავლისთვის იბრძოლონ და სიძლიერე გამოიჩინონ.
მანამდე, მთელი მსოფლიოს მასშტაბით დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ათასობით ქალმა მასშტაბური მსვლელობა გამართა. ორგანიზატორები სკანდირებდნენ: “ააშენე ხიდები და არა კედლები”. აქციის მონაწილეებს ხელში პლაკატები ეჭირათ, რომელზეც დონალდ ტრამპის პოლიტიკა და რასიზმი იყო დაგმობილი.
„არა რასიზმი, არა დონალდ ტრამპი!“. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ისინი ამერიკის ახალი პრეზიდენტით უკმაყოფილონი არიან, რადგან დარწუნებულნი არიან, რომ ტრამპი ადამიანთა უფლებებს ხელყოფს. “ამერიკაში ფაშიზმი ოფიციალურად დაბრუნდა,”- განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა
ipress.ge