ჰყავდა თუ არა ბიძინა ივანიშვილს პირველი ცოლი
ცოტა ხნის წინ გაზეთებისა და რადიოების მთავარ რედაქტორებთან შეხვედრაზე საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, რადიო “აფხაზეთის ხმის” საინფორმაციო სამსახურის უფროსის ლაშა ბერულავას კითხვამ გააღიზიანა და იგი არაეთიკურობაში დაადანაშაულა.
ივანიშვილის ფიქტიური მეუღლე ინგა პავლოვა დუმილს არღვევს და კომპენსაციას ითხოვს
ლაშა ბერულავამ პრემიერს საფრანგეთში ცხოვრების პერიოდზე კითხა: “შეგიძლიათ თუ არა ცალსახად განაცხადოთ, რომ ფრანგულ ნოტარიალურ არქივში 90-იანი წლების საარქივო ჩანაწერებში არ არის ჩანაწერი თქვენი ხელმოწერის, სადაც დაფიქსირებულია არასწორი მონაცემები თქვენი საცხოვრებელი ადგილის, ან ოჯახური მდგომარეობის შესახებ, იცნობთ, თუ არა პირადად ინგა პავლოვას და რა ურთიერთობა გქონდათ მასთან”.
პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა კი განაცხადა, რომ მას კანონი არასდროს არ დაურღვევია და სიცრუე არასდროს არ უთქვამს.
„იცით რას გეტყოდით? კეთილი ინებეთ და თქვენი პოზიცია დაიჭირეთ, ოჯახი ჩემთვის არის ყველაზე წმინდა ადგილი და მთელი სიწმინდე ჩემთვის ჩემი ოჯახია, მე არასდროს სიცრუე არ მიკადრებია, არასდროს კანონი არ დამირღვევია და ძალიან დიდი პატივს ვცემ ჩემს ოჯახს და შვილებს. ერთი მეუღლე მყავს და 4 შვილი, ყველა მყავს ერთი მეუღლისგან, კეთილი ინებეთ და რაღაც ეთიკურ ნორმებს დაექვემდებარეთ, მე გცემთ პასუხს, რომ მე არასდროს კანონი არ დამირღვევია და სიცრუე არ მიკადრებია. რაღაც არქივში თქვენ იქექებით, უკვე ფრანგულ არქივში გადახვედით და იქ იქექებით, კეთილი ინებეთ და ცოტა ეთიკას მოუხმეთ და თქვენი ადგილი ნახეთ, აი ეს არის ჩემი პასუხი”,-განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, ჟურნალისტის კითხვა მის მიმართ იყო არაეთიკური.
„თქვენ ახლა მეკითხებით, ფრანგულ არქივზე და 40 თუ 30 წლის წინანდელზე მეკითხებით და იმაზე უნდა ვაგო პასუხი? ჩემი პასუხი არის აბსოლუტურად კორექტული”,- დასძინა პრემიერმა.