იან კელი: ძალიან გამიხარდა, როდესაც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შესახებ გავიგე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, იან კელი, ქართველ ხალხს ევროპარლამენტის მიერ ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას ულოცავს.

დიპლომატის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მიღწევებში კიდევ ერთი, წინ გადადგმული ნაბიჯია.

„ძალიან გამიხარდა, როდესაც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შესახებ გავიგე. ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს მიღწევებში, ევროატლანტიკურ ალიანსს შეუერთდეს. ქვეყანას ამ მიღწევას ვულოცავ“, – განაცხადა იან კელიმ.

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე 2 თებერვალს, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი ევროპარლამენტის 553-მა წევრმა დაუჭირა.

Comments
Loading...