იან კელი: მედიის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ყოველთვის ახლოდან ვაკვირდები

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის იან კელის განცხადებით, მედია პლურალიზმი დემოკრატიის ერთ-ერთი ინდიკატორია და საქართველო რეგიონში დემოკრატიისკენ სწრაფვის კარგი მაგალითია.

ამის შესახებ ელჩმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

“მიმდინარე მოვლენებს ყოველთვის ახლოდან ვაკვირდები. ჩვენი აზრით, საქართველო რეგიონში დემოკრატიის განვითარების ძალიან კარგი მაგალითია. ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ინდიკატორები უნდა არსებობდეს და ერთ-ერთი ინდიკატორი მედია პლურალიზმია. ეს აუცილებელია დემოკრატიისთვის და ჩვენ გვწამს, რომ საქართველო ამ მიმართულებით განვითარდება”, – განაცხადა აშშ-ს ელჩმა.

სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 3 მარტის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, „რუსთავი 2“-ის ქიბარ ხალვაშისთვის მიკუთვნებასთან დაკავშირებით გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება უვადოდ გააგრძელა.

Comments
Loading...