იან კელის (აშშ-ს ელჩი საქართველოში) ბიოგრაფია

ლჩ იან კელის კანდიდატურა პრეზიდენტმა ობამამ დაასახელა და აშშ-ის სენატმა დაამტკიცა. 17 სექტემბერს კი, პრეზიდენტ მარგველაშვილისათვის რწმუნებათა სიგელის გადაცემის შემდეგ, ის საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობათა შესრულებას შეუდგა.

ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე, 2010-2013 წლებში, იან კელი, ელჩის რანგში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ის წარმომადგენელი იყო. 2009-10 წლებში იან კელი სახელმწიფო დეპარტამენტის საზოგადოებრივ საქმეთა ბიუროს ოფიციალურ წარმომადგენლად მუშაობდა. 2007-09 წლებში ის ევროპისა და ევრაზიის საქმეთა ბიუროში რუსეთის საქმეთა ოფისს ხელმძღვანელობდა, ხოლო 2004-07 წლებში ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (ნატო) საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსი იყო. 2000-04 წლებში იან კელი იტალიაში, 1997-2000 წლებში კი თურქეთში აშშ-ის საელჩოს საინფორმაციო ოფიცრად მუშაობდა. 1994-96 წლებში ის ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების დახმარების კოორდინატორის ოფისში პროგრამის ოფიცერი იყო. იქამდე ბატონ კელის ეკავა სხვადასხვა პოზიციები აშშ-ის მისიებში ავსტრიაში, სერბეთში, ყოფილ საბჭოთა კავშირსა და იტალიაში. 1985 წელს დიპლომატიურ სამსახურში შესვლამდე ის ყოფილ საბჭოთა კავშირში რუსული ენის პროგრამის რეზიდენტი-დირექტორი იყო და ნიუ-იორკში ბერნარდისა და კოლუმბიის კოლეჯებში ასწავლიდა. ბატონ კელის ბაკალავრის ხარისხი წმინდა ოლაფის კოლეჯში, მაგისტრის ხარისხი ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტში, ხოლო დოქტორის ხარისხი კოლუმბიის უნივერსიტეტში აქვს მიღებული

Comments
Loading...