იაპონიაში შშმ პირების პანსიონს თავს დაესხნენ, გარდაცვლილია 19 ადამიანი

იაპონიაში, შშმ პირების პანსიონს დანით შეიარაღებული მამაკაცი დაესხა თავს, რის შედეგადაც, 19 ადამიანი დაიღუპა და 45 დაიჭრა.

სააგენტო ,,Kiodo’’_ს ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია.

მისი სახელი არ ვრცელდება, მაგრამ ცნობილია, რომ 26 წლისა ახალგაზრდაა.

თავდამსხმელის მოტივებზე არაფერია ცნობილი. როგორც იტყობინებიან, ის პოლიციაში მივიდა სიტყვებით ,,ეს მე ჩავიდინე“.

დაშავებულთა რიცხვიდან გამომდინარე, უკვე შესაძლებელია ინციდენტს ქვეყნის მასშტაბით ,,ყველაზე სისხლიანი’’ ვუწოდოთ გასული რამდენიმე წლის განმავლობაში,- წერს ,,ბი-ბი-სი”.

Comments
Loading...