იენს სტოლტენბერგი – თქვენ დიდი ხანია ელოდებით და კიდევ ერთი დღე მოგიწევთ დალოდება

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს და კიდევ 3 ასპირანტ ქვეყანის ხვალ გასაკეთებელ შეფასებაზე დღეს საუბარი არ ისურვა.
„თქვენ დიდი ხანია ელოდებით და კიდევ ერთი დღე მოგიწევთ დალოდება. ხვალ გავაკეთებთ განცხადებას, რომელზეც ახლა ვმუშაობთ. ის გამოქვეყნდება და კომენტარს გავაკეთებ საქართველოზეც და სხვა აპლიკანტ ქვეყნებზეც. ასე რომ, ახლა არაფრის თქმა არ შემიძლია. განცხადება გაკეთდება ხვალ ღია კარის პოლიტიკაზე, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაშიც,“ – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

ცნობისთვის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი საქართველოს და კიდევ 3 ასპირანტ ქვეყანას ხვალ შეფასებას მისცემს.

ხვალვე გამოაცხადდება გადაწყვეტილება მონტენეგროს წევრობის შესახებაც, რის შემდეგაც კომუნიკე გამოცხადდება, სადაც საუბარია 4 ასპირანტ ქვეყანაზე და მათ შორის საქართველოზეც.

ორდღიანი შეხვედრა ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე იმართება.

მინისტერიალს ესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც ორმხრივი შეხვედრებიც აქვს დაგეგმილი. ბრუსელში შეხვედრებს მართავს თავდაცვის მინისტრიც.

Comments
Loading...