იღუმენია თამარა: უზნეობა, ნარკომანია, ძველბიჭობა და ა.შ. პრობლემა არ არის! სამაგიეროდ, პრობლემაა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი, ვინც ამ ყველა უზნეობას ებრძვის!
სინოდის გადაწყვეტილებას, მეუფე პეტრეს საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი, იღუმენია თამარა გამყრელიძე.
„ეკლესიაში კორუფცია, მამათმავლობა, უზნეობა, ნარკომანია, ძველბიჭობა და ა.შ. პრობლემა არ არის! სამაგიეროდ, პრობლემაა ჭყონდიდელი მიტროპოლიტი ვინც ამ ყველა უზნეობას ებრძვის!” – წერს იღუმენია.
მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი, სინოდის გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს:
„ტელევიზია „ერთსულოვნებას“, ვუსამძიმრებ ამ უსამართლო გადაწყვეტილებას!!!
სინოდმა დღევანდელი გადაწყვეტილებით პრობლემები კი არ გადაჭრა, უფრო მეტი კითხვა დაბადა!“ – აღნიშნავს მარტვილის წმინდა ნინოს მონასტრის წინამძღვარი.