საქართველო და აზერბაიჯანი მჭიდროდ თანამშრომლობს ყველა სფეროში და განსაკუთრებით ტერიტორიული მთლიანობის საკითხში ჩვენ ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ავლაბრის რეზიდენციაში ავლაბრის სასახლეში გაფართოებული შეხვედრის დაწყებისას განაცხადა.
ალიევმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ტერიტორიულ პრობლემას და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ტერიტორიზე მიმდინარე კონფლიქტები, ქვეყნების სუვერენიტეტისა და საზღვრების დაცვის პრინციპით უნდა მოგვარდეს.
,,საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთიანი პოზიციით გამოსვლის თვალსაზრისით, ძალიან ნაყოფიერი ნიადაგია შექმნილი. კონფლიქტების მოგვარების კუთხით, დეკლარაციაში, კონკრეტული მოსაზრებებია გამოთქმული. ყველა კონფლიქტი, მათ შორის საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიზე მიმდინარე, ქვეყნების სუვერენიტეტისა და საზღვრების დაცვის პრინციპით უნდა მოგვარდეს. უკვე წლებია, აზერბაიჯანის ძირძველი და ისტორიული მიწა, მთიანი ყარაბაღი არის ოკუპირებული. სამწუხაროა, რომ ეს კონფლიქტი ვერ მოგვარდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველა საერთაშრისო ორგანიზციაა ჩართული“ – განაცხადა ილჰამ ალიევმა.