ილია მეორე ბერლინის კლინიკაში მიხეილ სააკაშვილმა მოინახულა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოინახულა.

როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ექს-პრეზიდენტი ბერლინის კლინიკაში დედასთან, გიული ალასანიასთან ერთად მივიდა.

შეგახსენებთ, 13 თებერვალს ბერლინის კლინიკაში ილია მეორეს ნაღვლის ბუშტზე ლაპარასკოპიული მეთოდით ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის, ლაშა ჟვანიას ინფორმაციით, ილია მეორე საქართველოში 20 თებერვალს დაბრუნდება.

 

 

epn.ge

Comments
Loading...