“იმედი და პირველი არხი ამ დანაშაულებრივი შეთანხმების გამხმოვანებლები გამოდიან”
“ჩვენმა დღევანდელმა გამარჯვებამ და მთავრობის უმძიმესმა მარცხმა საქართველოს მთავრობა სრულიად ისტერიკასა და პანიკაში ჩააგდო. უკიდურესად სამარცხვინო საქციელი გვაქვს დღეს სახეზე. პირველ რიგში, ის გარემოება, რომ საქართველოს ხელისუფლება ღიად და დაუფარავად რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობს, საიტი, რომელზეც ეს ყველაფერი ქვეყნდება, ჩანაწერები, რომელიც არსებობს ფეესბეს მოპოვებულია. ეს არის ქვეყნის ინტერესების ღალატი, ეს არის საქართველოს მოქალაქეების, მათ შორის, ჩემი უფლებების უმძიმესი დარღვევა.
ტელევიზიები, რომლებიც ხელისუფლების ინტერესებს გამოხატავენ, და ორი იყო დღეს ასეთი, იმედი დაპირველი არხი, მათ საყურადღებოდ უნდა ითქვას, ისინი დღეს ნებსით თუ უნებლიეთ, ამ დანაშაულებრივი შეთანხმების გამტარები და გამხმოვანებლები გამოდიან. გამოძიება წარიმართება ამ მიმართულებით, რათა დადგინდეს როგორია თანამშრომლობა ფეესბესა და საქართველოს ხელისუფლებას შორის, ეს გამოძიება ცხადია, რომ დღეს ვერ ჩატარდება, მას მიუკერძოებელი პროკურატურა ჩაატარებს, ახალი ხელისუფლების მიერ დანიშნული, ჩემ მიერ ხსენებული 2 არხის კომპეტენტური პირები აუცილებლად დაიკითხებიან იმასთან დაკავშირებით თუ საიდან იცოდნენ მათ ამ მასალების ატვირთვამდე საჯარო სივრცეში ეს ინფორმაცია, როგორ დაიწყეს კომენტარების ჩაწერა მანამდე, ვიდრე ეს ინფორმაცია საჯარო სივრცეში გამოჩნდებოდა, როგორ გაუშვეს მყისიერად ეს ინფორმაცია, როგორც კი აიტვირთა წამიდან წამში, ვინ იყო ის თანამდებობიდან პირი, ვინც მათ ამის შესახებ აცნობათ.”