იმპერატორის ოჯახის უკანასკნელი წვეულება საბჭოთა ბანქოს ნახატებზე!
ბანქოს ასეთი შეკვრა („რუსული სტილი“) საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გახლდათ. უცნაური ის არის, რომ საბჭოთა პერიოდის ბანქოს ქაღალდზე გამოსახული მეფეების, „დამებისა“ და „ვალეტების“ პროტოტიპები პროლეტარები კი არა, რომანოვების უკანასკნელ წვეულებაზე მისული დიდებულები არიან.
1903 წლის თებერვალში სანკტ-პეტერბურგის ზამთრის სასახლეში კოსტიუმირებული წვეულება გაიმართა, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც ნიკოლოზ II-ის მეფობის ყველაზე მდიდრული და გრანდიოზული და ამასთანავე, სამეფო ოჯახის უკანასკნელი წვეულება.
პირობების თანახმად, სტუმრები მე-17 საუკუნის კოსტიუმებში გამოწყობილი უნდა მისულიყვნენ. ფოტოგრაფებმა წვეულების ყველა მონაწილე ფოტოზე აღბეჭდეს, სწორედ ამიტომ გახდა შესაძლებელი მათი სახეების ბანქოს ქაღალდებზე გადმოტანა.
იმპერატორის წვეულების 390-ვე სტუმარი პეტრეს დროინდელი ეპოქის დიდებულების, მშვილდოსნების, მხედართმთავრებისა და გლეხების ფორმებში იყვნენ გამოწყობილები.
კოსტიუმები, რომელთა ესკიზებიც მხატვარმა სერგეი სოლომკომ შეიმუშავა, იმპერიის საუკეთესო მკერავებმა შეკერეს. ბანქოს ქაღალდები ზამთრის სასახლეში ჩატარებული კოსტიუმირებული წვეულების ფოტოების მიხედვით დაამზადდა. ბანქოს ქაღალდზე გამოსახული მეფეების, დედოფლებისა და ვალეტების ტანისამოსი მთლიანად შეესაბამებოდა წვეულების მონაწილეთა კოსტიუმებს.
1911 წელს „დენდორფის“ ფაბრიკის გერმანელმა ოსტატებმა ბანქოს ესკიზები შექმნეს, 1913 წელს კი ისინი პეტერბურგში ალექსანდროვსკის მანუფაქტურაში დაიბეჭდა. რევოლუციის შემდეგ მანუფაქტურა დაიკეტა, 1923 წელს კი მუშაობა და რევოლუციამდელი ესკიზით ბანქოს გამოშვება განაახლა.
მოგვიანებით, საბჭოთა მხატვარ-ილუსტრატორმა იური ივანოვმა „რუსული სტილის“ ბანქოს ორიგინალური გამოშვება ოფსეტური ბეჭდვისთვის გაამზადა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ეს ბანქო გახდა საბჭოთა კავშირში ყველაზე პოპულარული.
წყარო: funtime.ge