საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი ირმა ინაშვილი სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო “MPRESS” უცვლელად გთავაზობთ.
” ეს წუთია დავტოვე რუსთავის ქალთა მეხუთე დაწესებულება. შევხვდი პატიმრებს: თეა სირაძესა და თამარ ტალიკაძეს. თეა მხნედაა. მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს თანადგომისათვის. საოცრად თბილი, ნიჭიერი, სულით ძლიერი ქალბატონია. ის იმსახურებს თავისუფლებას და შევეცდები ამაში დავარწმუნო პრეზიდენტი მარგველაშვილი. თეა სირაძემ 7 წელი გაატარა საპატიმროში. ვფიქრობ, ეს საკმარისია. თან, იმ ფონზე, როცა უგულავა გარეთაა და მერაბიშვილსაც, ვატყობ, იგივეს უპირებენ. დიდი იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი არ გააცრუებს ჩემს იმედს და მოლოდინს. საგანგებო მიმართვას მის სახელზე ხვალ გავავრცელებ”, – განაცხადა ინაშვილმა