“პატრიოტთა ალიანსი” მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში საკუთარი წევრების ჩასმას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონშემოქმედებით საქმიანობას ბოიკოტს გამოუცხადებენ.
ამის შესახებ ირმა ინაშვილმა, ჟურნალისტებთან გადანცხადა.
“პრობლემა იმაშია, რომ შემოთავაზებული მუდმივმოქმედი დელეგაციებიდან, ჩვენთვის არც ერთია მისაღები. პრატქიკულად არსად ვართ ევროპულ ნაწილში წარმოდგენლი და როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენს ქვეყანას ევროპისკენ აქვს კურსი, ამ დროს შენი პარლამენტის ოპიზიციის ნაწილი არ გყავს წარმოდგენილი ამ დელეგაციებში. ეს პოლიტიკური დისკრიმინაციაა. ჩვენ არ ვართ წარმოდგენილები ეუთოში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი დელეგაციაა და მხოლოდ “ნაცმოძრაობა” და “ოცნება” არიან.
პრაქტიკულად, გვეუბნებიან, რომ არც ერთ ევროპულ საერთაშორისო დელეგაციაში ჩვენ არ ვიქნებით წარმოდგენილი. რჩება ორი ერთმანეთთან შეთანხებული პარტია. თუ ჩვენს ფრაქციას არ ექნება მონაწილეობის უფლება ამ დელეგაციებში მე ვფიქრობ, რომ არავითარი აზრი აქვს პარლამენტის სხდომებზე დასწრებას. ახლა ვყალიბდებით იმაზე, რომ გამოვაცხადოთ ბოიკოტის რეჟიმი და არ მივიღოთ მონაწილოება პარლამენტის სხდომებში. ვიდრე ჩვენი საკითხი დადებითად არ გადაწყდება”,- განაცხადა ირმა ინაშვილმა
წყარო : ipress.ge