ირაკლი ლატარია:”ინაშვილის წინააღმდეგ ბრძოლა და ნაციონალების ,,დაკრიშვა” სინონიმია!!”
მარტივად შევხედოთ ამ ყველაფერს და სწორი დასკვნა გამოვიტანოთ!!
ტარდება შუალედური არჩევნები საგარეჯოში, წარმოადგინეს კადრი გვარად ხიდაშელი – 3 წელი ხიდაშელი იყო ძებნაში, ეძებდა მთელი საგარეჯო, მაგრამ კაბინეტშიც კი არ მიიღო გაჭირვებული ხალხი. (ხიდაშელები არიან იმ პარტიიდან, რომელთა ამოცანა იყო და არის ნაციონალების გადარჩენა). ამ ყველაფრის შემდეგ, ისევ იგივე გვარის დანიშვნა მოინდომეს, ჩართეს თავდაცვის , ჯანდაცვის, ბუნებრივი რესურსების დაცვის , ენერგეტიკის , განათლების და სხვა სამინისტროები. თითქმის მთელი ადმინისტრაციული რესურსი დაუპირისპირეს ვიის? ადამიანს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად სააკაშვილის წინააღმდეგ წავიდა და ნაციონალების გადაგდებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ინაშვილს დაუპირისპირეს არაადამანური მიდგომები, რომელსაც ირმა მისი შინაგანი სულიერებიდან გამომდინარე ვერ იკადრებს. ყველაფერს აკეთებენ, რომ პარლამენტში არ შევიდეს ადამიანი, ვინც ნაციონალური მოძრაობის (პარტიის) ერთადერთი გამანადგურებელი ძალაა, ირმას წინააღმდეგ ბრძოლა და ნაციონალების ,,დაკრიშვა” სინონიმური ფაქტია. გული მწყდება, რომ ოცნების წინააღმდეგ გვიწევს ბრძოლა, მაგრამ რახან ნაცებს იცავთ, მაშინ ჩვენ საკუთარი სიცოცხლის ფასად ირმას გვერდით ვართ, რახან გავიტანოთ ის ლელო, რომელიც 2012 ში წამოვიღეთ. ან ჩვენ გავიმარჯვებთ, ან ნაციონალები დაიკრიშება 2016 მდე.
წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში