ინდოეთში მომხდარ სარკინიგზო კატასტროფას 36 ადამიანის სოცოცხლე ემსხვერპლა

ინდოეთის სამხრეთით მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად, სულ მცირე 36 ადამიანი გარდაიცვალა.

„ალ ჯაზირას“ ინფორმაციით, მატარებელი სარკინიგზო ხაზიდან გადავიდა, რომლის დროსაც ასევე, დაშავდა 50 ადამიანი.

სარკინიგზო კატასტროფის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

შემთხვევა ვიზიანაგრამის უბანში, კუნერუს სადგურთან ახლოს მოხდა. მატარებელი ჯაგდალპურიდან ორისის მიმართულოებით მოძრაობდა.

გარდაცვლილი 36 ადამიანიდან 19-ის ცხედარი უკვე იდენტიფიცირებულია. ადგილზე სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

Comments
Loading...