“ინგა გრიგოლია, არ მეშვები რა, მთელი ცხოვრება, გოჩასთანაც კი ჩამეწილე”

ჟურნალისტი ეკა ხოფერია ფეისბუქში კურიოზულ ამბავს იხსენებს, რომელიც ინგა გრიგოლიას უკავშირდება:

“ვწერ გადაცემას “ცეკვავენ ვარსკვლავები” “ქროუნ პლაზაში”, ერთად გამოვდივართ მე და გოჩა ჩერტკოევი, ჰოდა, გოჩამ მაინც თავი დაიზღვია, შენი ხომ ინგა ხოფერიას შოუაო, არა, ეკა ხოფერიასი-მეთქი, – შეწუხდა, ბევრს ეშლება-მეთქი, არ არის პრობლემა.

არის ასეთი ისტორია: მე და მიშკა ვართ შეყვარებულები, მაგრამ ჯერ არ ვამჟღავნებთ (!!!), მიშკას ერთი მეგობარი ამბობს, მოკლედ, თუ რამეო, ვიტყვი, მიშკა ინგასთან დადისო, ჰოდა, მერე, სიმართლე რომ გაირკვევა და თუ მეტყვიან ძმაკაცები, რას გვიმალავდიო, ვეტყვი, ხოფერია/გრიგოლია, რა ვიცი, მე ამერიაო… ინგა გრიგოლია, არ მეშვები რა, მთელი ცხოვრება, გოჩასთანაც კი ჩამეწილე…”, – წერს ეკა ხოფერია.

ინგა გრიგოლია:
და მე რომ სულ ეკას მეძახიან (ახლაც ხანდახან) ეთერში მოწვეული სტუმრები…
როგორ ძალიან მიყვარხარ შენ მე, რომ იცოდე… უმაგრესი ღირსებების ადამიანი ხომ ხარ და უმაგრესი გოგო…

Comments
Loading...