იორდანიაში 15 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
იორდანიაში 10 ადამიანი ტერორიზმისთვის, ხოლო ხუთი სხვა მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულისთვის სიკვდილით დასაჯეს,-ინფორმაციას ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტო Petra ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით წერს, რომ ისინი 2016 წელს რეზონანსული დანაშაულისთვის გაასამართლეს, მათ შორის სპეცსამსახურების ბაზაზე, ასევე ბანაკზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმისა და ქრისტიანი მწერლის ნაჰიდ ჰათარის მკვლელობისთვის.
ისინი გამთენიისას ციხის სამხრეთით სიკვდილით დასაჯეს. 2006-2014 წლებში იორდანიაში სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი არსებობდა.
ipress.ge