“iPhone +” – ის მიმართ გამოძიება თაღლითობის მუხლით დაიწყო

ინფორმაციას ამის შესახებ “აიპრესთან” ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ადასტურებს.

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით შპს „აიფონ პლუსის“ და შპს „ეფლსიტის“ მიმართ საგამოძიებო ქმედება თაღლითობის მუხლით დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნულ კომპანიებს მეორადი პროდუქციის გაყიდვაში ადანაშაულებენ, რომელიც არ არის ქარხნულად ახალი და ნამყოფია ექსპლუატაციაში.

თავად კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეს მათ მიმართ მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობაა.

წყარო: ipress.ge

Comments
Loading...