ირაკლი აბესაძე: ხელისუფლებას სურს, პრეზიდენტსაც აუკრძალოს გარკვეული თემების განხილვა და მსჯელობა

“მოძრაობა თავისუფლებისთვის-ევროპული საქართველოს” წევრის ირაკლი აბესაძის განცხადებით, ხელისუფლებას სურს, რომ პრეზიდენტსაც აუკრძალოს გარკვეული თემების განხილვა და მსჯელობა.

აბესაძის თქმით, გაუგებარია, როგორ შეიძლება საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან საკონსტიტუციო საკითხებზე მსჯელობა რაიმეს დარღვევად წარმოიდგინო.

„მივესალმებით საჯარო, ფართო განხილვებს მოსალოდნელ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, რომელიც როგორც ჩანს, ყველაზე მეტად ანერვიულებს ,,ქართულ ოცნებას’’, – აცხადებს ირაკლი აბესაძე.

Comments
Loading...