ირაკლი ალასანია – ნაციონალებისთვის რაღაცეების პატიება მოგვიწევს

– ვინაიდან ბოლო ხანს ხშირად იხსენებენ სააკაშვილის ხელისუფლებაში თქვენს საქმიანობას და იმჟამინდელ კავშირებს, იქნებ გვითხრათ, რა დამოკიდებულება გაქვთ “ნაციონალურ მოძრაობასთან” დღეს?

– “ნაციონალური მოძრაობის” წევრი არასდროს ვყოფილვარ. ვმსახურობდი საჯარო სამსახურში და ერთ-ერთი პირველი ვიყავი, რომელმაც დავინახე ის საფრთხე, რაც განუსაზღვრელი ძალაუფლების მქონე სააკაშვილისგან გვემუქრებოდა. ამიტომაც დავტოვე საჯარო სამსახური და ოპოზიციაში გადავედი.
მეცინება, როდესაც “ნაციონალურ მოძრაობასთან” ჩემს კავშირებზე ლაპარაკობენ.
მე “ნაციონალურ მოძრაობას” აღვიქვამ როგორც უმცირესობაში მყოფ პოლიტიკურ ძალას, რომელთანაც არ უნდა გვქონდეს დაძაბული ურთიერთობა.
– საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ პარტიას არსებობის უფლებაც კი არ აქვს.
– კარგად მესმის მათი, ვისაც ძალიან ცუდად მოექცა სააკაშვილის ხელისუფლება; ვისაც დევნიდნენ და უდანაშაულოდ გამოამწყვდიეს ციხეში. ვიცი, რომ მათთვის ეს ძალიან მტკივნეული საკითხია და მინდა ვუთხრა: ჩვენი შვილების მომავლისთვის აუცილებელია, არ დავუშვათ ძალადობა პოლიტიკური ოპოზიციის მიმართ. ქვეყნის მომავლისთვის მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ის საფრთხეები, რაც ქვეყანას ემუქრება და არ დავანახოთ სამყაროს, რომ შიგნიდან ვართ გახლეჩილი. აქედან გამომდინარე, მოთმინება და “ნაციონალური მოძრაობისთვის” რაღაცების პატიება მოგვიწევს.

წყარო: marshalpress.ge

Comments
Loading...