ირაკლი ღარიბაშვილი: ყველაზე მთავარი კვლევა არის არჩევნების დღე!
„ყველაზე მთავარი კვლევა არის არჩევნების დღე”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა NDI-ს კვლევის შედეგებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სწორედ არჩევნების დღეს გამოჩნდება ვის ენდობა ხალხი და ვის ანდობს ქვეყანას.
„NDI-ს კვლევებზე სერიოზულ კომენტარს ალბათ ვერ გავაკეთებ, ვინაიდან ამაზე ხშირად გვისაუბრია ჩვენ და ჩვენი გუნდის წევრებმაც გააკეთეს კომენტარი. ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ისმოდა მრავალი წლის განმავლობაში არა ამ ორგანიზაციის მიმართ, რომლისადმი მინდა ჩემი პატივისცემა დავაფიქსირო, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ და უშუალოდ ფიზიკურად ახორციელებდნენ ამ კვლევებს, პირდაპირ არიან დაკავშირებული “ნაციონალურ მოძრაობასთან”. ასე რომ, ეს ჩვენი მოსახლეობისთვის არ არის საინტერესო. ჩვენს მოსახლეობას აინტერესებს ის, თუ რას ჰპირდება მთავრობა, რას აკეთებს მთავრობა. ეს ყველაფერი აისახება ჩვენს მოსახლეობაზე”, – განაცხადა ღარიბაშვილმა .