ირაკლი ღარიბაშვილის ბიოგრაფია

დაბადების თარიღი:28 ივნისი, 1982 (33 წლის)
კატეგორია: პოლიტიკოსი


ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 2004 წელს.

2001–2002წწ. სტაჟირება გაიარა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში; 2002-2004წწ.
სწავლობდა სორბონის(პარიზი, საფრანგეთი) უნივერსიტეტში – Paris I – პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით; 2004-200წწ.
მუშაობდა შ.პ.ს. “ბურჯი-“ს(ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის საგარეო შესყიდვების განყოფილების მენეჯერად;
2005 წელს შ.პ.ს. “ბურჯი”-ს(ქართუ-ჯგუფი) ლოჯისტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2005-2008წწ. სააქციო საზოგადოება “ქართუ ჯგუფის” პრეზიდენტის თანაშემწე;
2006 წელს საქართველოში სან-მარინოს რესპუბლიკის საპატიო კონსულის პირადი წარმომადგენელი;
2009-2012წწ. შპს(ლეიბლი) “ქართული ოცნების” დირექტორი;
2012-2013წწ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი;
2013 წელს დაინიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრად.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
პოლიტიკური პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, თავმჯდომარე (2013-)
ს.ს. “ბანკი ქართუ”-ს სამეთვალყურეო საბჭო, წევრი (2007-2012)
საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი “ქართუ”, გამგეობის თავმჯდომარე, გენერალური დირექტორი (2005-2012)
საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2012-2012)


ყავს მეუღლე და ორი შვილი

Comments
Loading...