ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობა მომავლის სოფლის აშენებას გეგმავს

საქართველოს პრემიერმინისტრის ახალი ინიციატივა. ღარიბაშვილი ამბობს, რომ მთავრობა მომავლის სოფლის აშენებას გეგმავს. პრემიერის განცხადებით სოფლის მშენებლობა საზღვრისპირა რეგიონებში უნდა მოხდეს და მისი მიზანია ეს რეგიონები ამ პროექტის განხორციელების შემდეგ ეკონომიკურად და სოციალურად გაძლიერდეს.

პრემიერი ამბობს, რომ აღნიშნული მეთოდი ისრაელმა უკვე გამოიყენა.

“ამ იდეაზე ვმუშაობთ. ჩვენი სურვილია ვეტერანებს და უფროს სწორად დევნილი ვეტერანების ოჯახებს შევთავაზოთ ამ რაიონებში გადასახლება და მათთვის განსაკუთრებული პირობების მიცემა,” – აცხადებს ღარიბაშვილი.

აქვე ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში მრავალპროფილური საავადმყოფო და სავაჭრო ცენტრი აშენდება. პრემიერს მიაჩნია, რომ ორივე პროექტი “ქართელ და აფხაზ ძმებს უფრო დაახლოვებს და ადგილობრივ პროდუქციას პოპულარიზაციას გაუწევს”.

Comments
Loading...