ირაკლი ღარიბაშვილის საგანგებო ბრიფინგი გადაიდო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის საგანგებო ბრიფინგი გადაიდო. როგორც პრესას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში 18:00 საათის ნაცვლად, 20:00 საათზე გაიმართება. ცნობისთვის, მედიაში კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ შესაძლოა ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვოს. წყაროს ცნობით, ეს შეთანხმებულია ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილთან. ამავე ცნობების თანახმად, პრემიერის მოვალეობას საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ჩაანაცვლებს.